სააკაშვილის ულტიმატუმი იწურება - მესამე პრეზიდენტთან პირად ექიმს ისევ არ უშვებენ

04.01.22 11:21
სააკაშვილის ულტიმატუმი იწურება - მესამე პრეზიდენტთან პირად ექიმს ისევ არ უშვებენ

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილთან, მის მკურნალ ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს, ისევ არ უშვებენ. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მას უარი გაურკვეველი მიზეზით უთხრეს. ყიფშიძე უკვე 5 დღეა, რაც სააკაშვილის მონახულებას ცდილობს. ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, თუ სააკაშვილი შიმშილობას ისევ დაიწყებს, ეს  მისთვის სასიკვდილო  იქნება. 

დასუსტებულ ორგანიზმს კიდევ თავიდან შიმშილობა ეს არ ვიცი, როგორ დამთავრდება, არ დამთავრდება კარგად, არც მინდა სიტყვების გამოყენება, რა შეიძლება მოხდეს. ეს იქნება სრული კატასტროფა, ამაზე ფიქრიც არ მინდა", - ამბობს ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს და პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება. 

მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს:  აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.