აშშ-ს ასეთი მკაცრი ტონი ჩვენ ბოლო პერიოდში არ გვახსენდება - ნინო დოლიძე

04.01.22 11:24
აშშ-ს ასეთი მკაცრი ტონი ჩვენ ბოლო პერიოდში არ გვახსენდება - ნინო დოლიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო დოლიძე, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ მსგავსი მკაცრი ტონი დასავლელი პარტნიორებისგან არ ახსოვს. 

ჩვენი დასავლელი პარტნიორები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდნენ კრიტიკულ განცხადებებს, თუმცა ასეთი მკაცრი ტონი ჩვენ ბოლო პერიოდში არ გვახსენდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად, მმართველმა პარტიამ წლის ბოლოს განხორციელებული ქმედებებით გადაკვეთა ყოველგვარი წითელი ხაზი და ქვეყანაში, ფაქტობრივად, გააუქმა დამოუკიდებელი ინსტიტუტი მხოლოდ იმიტომ, რომ მას არ მოსწონდა კონკრეტული ადამიანი. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთის არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ეს ქვეყნები და ამ ქვეყნებში დემოკრატია სწორედ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე დგას და მათ ძალიან კარგად იციან რას ნიშნაქვს ეს ქმედება, - თქვა დოლიძემ.  

 ამერიკის საელჩომ  ,,ქართული ოცნების" მიერ ინსპეტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას  "ძირგამომთხრელი გადაწყვეტილება " უწოდა. აღნიშნულთან დაკავშრებით დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.