საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა - ენმ-მ ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო

04.01.22 11:40
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა - ენმ-მ ოპოზიციასთან კონსულტაციები დაიწყო

მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნასტან დაკავშირებით ენმ-მ ოპოზიციასთან კონსულტყაციები დაიწყო. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ხაბეივილმა განაცხადა. მისი თქმით,  მოლაპარაკებებს ფრაქციის თავმდჯომარე, ხატია დეკანოიძე ახორციელებს. 

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საპარლამენტო ინსტურმენტიც იყოს გამოყენებული. ფრაქციის თვამდჯომარეს, ხატია დეკანოიძეს დაწყებული აქვს ეს კონსულტაციები და შესაბამისად, უახლოეს პერიოდში საზოიგადოებას ექნება ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ხელს მოაწერენ ამ საგამოძებო კომისიის შექმნას და ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, - თქვა ხაბეიშვილმა.  

სახელმწიფო  ინსპეტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ  მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ  განხორციელებული  წამების ფაქტზე  საპარლამენტო  საგამოძიებო  კომისიის შექმნას ითხოვს. კომიიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა ჭირდება თუმცა ხმების ეს რაოდენობა ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს.