საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერთ - ანა ბუჩუკური
მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარაის გუნდი მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ პარტია "საქართელოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა, განაცხადა. ბუჩუკურმა ასევე უარის მიზეზები განმარტა და ,,ენმ" დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების გაუქმების ხელშეწყობაში დაადანაშაულა.
საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ პირობებში არ არის სწორი შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს. დასაბუთება ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი, მაშინ, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, ხაზს ვუსვამ, ეს ის ინსპექტორი სამსახურია, რომლის გაუქმებასთან დაკავშირებით როდესაც იღებდა „ქართული ოცნება“ იღებდა გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომათა დარბაზში არც კი შემოსულა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელი, როდესაც ხელისშეწყობა ხდება ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმების გადაწყვეტილების მიღებისას, - თქვა ბუჩუკურმა.
სახელმწიფო ინსპეტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. კომიიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, თუმცა ხმების ეს რაოდენობა ,,ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს.