ეს არის რეჟიმი, რომელიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - ხატია დეკანოიძე ,,ოცნებაზე"

04.01.22 13:50
ეს არის რეჟიმი, რომელიც დემოკრატიას საფრთხეს უქმნის - ხატია დეკანოიძე ,,ოცნებაზე"

პარტნიორები ასე ელაპარაკებიან არა მეგობრებს, არამედ ავტოკრატებს- ასეთია ოპოზიციის შეფასება ,,ოცნების" მისამართით აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე

,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის, შეფასებით, დასავლელი პარტნიორები მკაფიოდ აფიქსირებენ პოზიციას, რომ ,,ოცნება" ქვეყნის დემოკრატიასა და ევროატლანტიკურ კურსს ძირს უთხრის.

ასეთი განცხადებები და შეფასებები ჩვენი პარტნიორების მიერ არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირი, თუ სად მიდის ჩვენი ქვეყანა ,,ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში. 

ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად ეს არის ის რეჟიმი,  რომელიც არა მარტო ნამდვილად დემოკრატიას ძირს უთხრის, აგრეთვე ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს საფრთხეს უქმნის.  - ამბობს ხატია დეკანოიძე.

"ძირგამოთხრელი გადაწყვეტილებები" - ასე უწოდა ამერიკის საელჩომ  ,,ქართული ოცნების" ქმედებას ინსპეტორის სამსახურის გაუქმებისა და სასამართლოში დიქტატურის გაძლიერების გამო.

გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის საელჩო  პირდაპირ წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება "განსხვავებულ აზრს პასუხს  სამაგიეროს გადახდით, დასჯითა და გათავისუფლებით პასუხობს".