მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს საპატრიარქოა - კათოლიკოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

04.01.22 13:05
მოვლენების ეპიცენტრი საქართველოს საპატრიარქოა -  კათოლიკოს პატრიარქს 89 წელი შეუსრულდა

მოვლენების ეპიცენტრი ამ დროისათავის საქართველოს საპატრიარქოა -  საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღეს  89 წელი შეუსრულდა. იუბილეს მისალოცად ადგილზე მოქლაქეები, სასულიერო პირები და  წმინდა სინოდის წევრები მიდიან. არსებული ინფორმაციით, საპატრიარქოში დღეს პრემიერს და  "ქართული ოცნების" ლიდერებსაც ელოდებიან. 

ადგილზე ცოტა ხნის წინ პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო მუჯირი, გამოჩნდა, რომელიც შენობაში ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პატრიარქს იუბილე ასევე ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმაც, მიულოცა. მან ილია მეორე წერილი გაუგზავნა.