მოგვეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის - ადვოკატი

04.01.22 13:27
მოგვეცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის - ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები  რუსთავის ციხის უფროსისგან დაცულ კომუნიკაციის არსებობას ითხოვენ. ადვოკატების თქმით, სააკაშვილთან კომუნიკაცია მათ კონფიდენციალურობის დაცვით არ აქვთ. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ შეხვედრების ოთახში ბარიერი დაამოტაჟა, რაც ურთიერთობას ართულებს. 

მინდა, მოვუწოდო საჯაროდ მე-12 -ე დაწესებულების დირექტორს, ზურაბ მოდებაძეს, რომ მოგვცეს შესაძლებლობა მიხეილ სააკაშვილთან პირადი კომუნიკაციის, ისეთი კომუნიკაციის, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არ მოისმინოს, რაზე ვსაუბრობთ. სპეციალურად ბარიერი ამოგვიშენეს და მიზეზად მოიყვანეს კოვიდპანდემია, თუმცა ბარიერი არის ბადისგან დამზადებული. ეს ბარიერი იქნა შემოუშავებული სპეციალურად, რომ ჩვენ არ გვქონდეს შესაძლებლობა ნორმალური კომუნიკაციის, რაც არის კანონდარღვევა", - თქვა დიტო საძაგლიშვილმა.