აშშ-ს საელჩოს განცხადება უსამართლო და არასწორია - ირაკლი კობახიძე

04.01.22 14:57
აშშ-ს საელჩოს განცხადება უსამართლო და არასწორია - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას " უსამართლოს და არასწორს" უწოდებს. საქმე ეხება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებას, სადაც დასავლელმა პარტნიორებმა მმართველი გუნდი გააკრიტიკეს. 

ირაკლი კობახიძის თქმით, მსგავსი შეფასებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების  ნდობას ასუსტებს. 

ძალიან ხშირად ჩვენ ვიღებთ ხოლმე მათგან რჩევებს და რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ამ რჩევებს და არის ხოლმე სამწუხაროდ, ასეთი გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვისმენთ არასამართლიან და არასწორ შეფასებებს მათი მხრიდან და ეს არის ამის მორიგი მაგალითი. სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ. არის უზუსტობები, მათ შორის, ფაქტობრივი უზუსტობები, ტექნიკური შეცდომები ამ განცხადებაში, რაც არის ძალიან სამწუხარო. აშკარად არის ადამიანური შეცდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი ხარვეზები განცხადებაში არ გაიპარებოდა. მათ შორის, შეიძლება იყოს თანამშრომლების მხრიდან მიწოდებული არასწორი ინფორმაცია და ა.შ., - განაცხადა კობახიძემ. 

ამერიკის საელჩომ  ,,ქართული ოცნების" მიერ ინსპეტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას  "ძირგამომთხრელი გადაწყვეტილება " უწოდა. აღნიშნულთან დაკავშრებით დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.