ამჟამად სააკაშვილი სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს - ეკა ხერხეულიძე

04.01.22 17:40
ამჟამად სააკაშვილი სიღარიბის დაძლევაზე ორიენტირებულ ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს  - ეკა ხერხეულიძე

ამ დროსითვის მიხეილ სააკაშვილი მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება სიღარიბის დაძლევაზე - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრიდან გამოსულმა ,,ნაცმოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსთავის ციხეში მოთავსებული პრეზიდენტი ელოდება ეკონომიკურ მონაცემებს, რომელსაც მას რომან გოცირიძე მიაწვდის.

ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, ჰოლანდიელ ექიმი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად ჩამოსვლა სურს, ამ დრომდე არ მიუღია შესაბამისი ნებართვა საქართველოს ხელისუფლებისგან. 

ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირისა და სიღარიბის დაძლევაზე არის მიმართული. მას აქვს უკვე მნიშვნელოვანი შრომა ახალი წლიდან მოყოლებული. ხვალ ელოდება რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს მონაცემები ამ სფეროში. 

აქვე გეტყვით, რომ ჰოლანდიელ ექიმს, ფსიქონერვოლოგს, ჰქონდა ბილეთი აღებული და თბილისიდან ელოდებოდა დასტურს, რომ მას მისცემოდა შესაძლებლობა, შეხვედროდა მიხეილ სააკაშვილს. ეს არ მოხდა და ამის მიზეზი დღემდე არ ვიცით. მასთან ვერც პირადი ექიმი შედის. სამინისტრომ კეთილი უნდა ინებოს და ამის შესახებ ოფიციალური განცხადება უნდა გააკეთოს. თუ არ უშვებენ ამ ადამიანს, რის საფუძველზე არ უშვებენ? - განუცხადა მედიას ეკა ხერხეულიძემ.