მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში სახელმწიფო ინსპექტორის გამომძიებლებს ელოდება
მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო უწყებისთვის ჩვენების მისაცემად ემზადება. ექსპრეზიდენტი დღეს რუსთავის ციხეში ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ინპექტორის წარმომადგენლებს ელოდება. გამომძიებლებს მესამე პრეზიდენტთან კითხვები გორის ჰოსპიტალში განხორციელებული სავარუდო ძალადობის შესახებ ექნებათ.
მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძეც მივიდა. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, მესამე პრეზიდენტთან ბევრ საკითხზე ისაუბრებს. მათ შორის, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და საპარლამენტო საგამოძიები კომისიის სამომავლო მუშაობაზე.