შეიქმნება თუ არა საგამოძიებო კომისია პარლამენტში- ,,ენმ"-მ კონსულტაციები დაიწყო
,,ნაციონალურმა მოძრობამ" კონსულტაციები დაიწყო - მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხადაჭერა სჭირდება.
უკვე ცნობილია, რომ ინიციატივას მხარს ,,ლელო" და თაკო ჩარკვიანი უჭერენ. გახარიას პარტიას საგამოძიებო კომისის შემდგენლობაში ვერ ვიხილავთ. ამ ეტაპზე კონსულტაციებზე თანახმაა პარტია ,,მოქალაქეები".
ჩემი სურვილია, რომ სახელმწიფო ინსპექტორი, მისი მოადგილე, ყველა გამომძიებელი, რომელიც იძიებდა მიხეილ სააკაშვილის წამების საქმეს, დაბარებული იყოს საგამოძიებო კომისიაზე და რეალურად დავინახოთ ნამდვილი სიმართლე, როგორ მოხდა და ვინ არიან ის თანამდებობის პირები, ვინც დანაშაულს ხელი შეუწყო.
ფრაქციაში გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მეთოდს, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის რეგლამენტით წარმოდგენილი, შესაბამისად, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ კომისიიის შემადგენლობა იყოს მაქსიმალურად ოპოზიციური - განაცხადა ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ.
,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ კომისიის შემნას მხარს დაუჭერენ, ამით კი აღნიშნულ საქმეში დანაშაულის არარსებობას დაამტკიცებენ.