პარალელურად იმ კომისიას დავუჭერთ მხარს, რომელიც ,,ნაციონალების" დანაშაულებს გამოიკვლევს - ლევან იოსელიანი
პარტია ,,მოქალაქეები" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნას, თუ ამის პარალელურად პარლამენტი ,,ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულებსაც გამოავლენს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა, დღეს პარლამენტში განაცხადა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის, ინფორმაციით, კომისიის შესაქმნელად ,,ნაცმოძრაობას" ხმების საჭირო რაოდენობა არ გააჩნია და ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ მათ მხარს ,,ქართული ოცნება" დაუჭერს.
ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას, როგორც ვხვდები, შექმნა არ უწერია, რადგან გახარიას პარტიამ უარი თქვა, სხვა პარტიებმაც თავი შეიკავეს, საკმარისი ხმები არ გროვდება, მართლა ,,ქართული ოცნება" თუ დაუჭერს მხარს, მაშინ შეიქმნება.
თუ დავუჭერთ მხარს ამ კომისიის შექმნას, მაშინ პარალელურად დავუჭერთ მხარს იმ კომისიის შექმნასაც, რომელიც ,,ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩადენილი წამების ფაქტებზეც დაადგენს ჭეშმარიტებას - განაცხადა ლევან იოსელიანმა.