ინსპექტორის სამსახურის გაუქმება - მესამე სექტორი პრეზიდენტს ვეტოს გამოყენებას სთხოვს
დაადებს თუ არა ვეტოს საქართველოს პრეზიდენტი ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას - მესამე სექტორმა დღეს ქვეყნის პრეეზიდენტს საგანგებო მიმართვა გაუგზავნა. 20-მდე გავლენიანი ორგანიზაცია სალომე ზურაბიშვილს სთხოვს, "ქართულ ოცნებას" ერთადერთი დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების გაუქმების შესაძლებლობა არ მისცეს და პრეზიდენტის ვეტო გამოიყენოს.