,,გირჩი" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

05.01.22 15:29
,,გირჩი" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს

,,გირჩის" პოზიცია ცნობილია. ,,ნაცმოძრაობის" ინიციატივას, პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის წამების ფაქტის შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნას,  იაგო ხვიჩია და მისი 3 თანაგუნდელი მხარს დაუჭერენ. 

იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ თუ მსგავსი ინიციატივები მის პარტიას ექნება, მათ ,,ენმ" მხარდაჭერა გარანტირებული ექნებათ. 

პოზიტიურ ხასიათზე ვარ ამასთან დაკავშირებით. თითქოს, ყველაფერი რიგზეა და თითქოს ჩვენც გვექნება კოლეგების მხარდაჭერა, როცა დაგვჭირდება. დრო გვაჩვენებს, ერთი თვეა წინ. უფრო ცხადი გახდება ,,ნაციონალური მოძრაობის" პოზიციაც - აცხადებს იაგო ხვიჩია.

 ,,ნაციონალური მოძრაობა" საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე პარლამენტში კონსულტაციებს განაგრძობს. უკვე ცნობილია, რომ ,,ენმ" ინიციატივას მხარს უჭერს ,,ლელო". 

,,მოქალაქეები" საკითხს სკეპტიკურად უყურებენ. ,,ოცნება" კი აცხადებს, რომ შესაძლოა, ,,ენმ"-ს ინიციატივას მხარი დაუჭირონ.

ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, იმედს გამოთქვამს, რომ საგამოძიებო კომისია თავისი შემადგენლობით ოპოზიციური იქნება.

კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო.