იმედია, საპყრობილის ადმინისტრაცია სააკაშვილის გამოკითხვისას ტექნიკურ პრობლემებს არ შექმნის - შოთა თუთბერიძე

05.01.22 15:57
იმედია, საპყრობილის ადმინისტრაცია სააკაშვილის გამოკითხვისას ტექნიკურ პრობლემებს არ შექმნის - შოთა თუთბერიძე

ადვოკატი შოთა თუთბერიძე იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვისას ტექნიკურ პრობლემებს არ შუექმნიან. საუბარია  ე.წ. მყარ ბარიერის მოშლაზე, რადგან უფლებადამცველის თქმით, ასეთ ფორმატში პრეზიდენტის გამოკითხვა და საპროცესო დოკუმენტის შედგენა შეუძლებელი გახდება. 

როგორც ცნობილია თქვენთვის, როგორც არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება, პრეზიდენტთან შეხვედრა ხორციელდებობდა ე.წ. მყარი ბარიერის მიღმა. ამ ფორმატში გამოკითხვა უბრალოდ შეუძლებელია, უბრალოდ იმიტომ, რომ ცხადია, არ არის დაცული კონფიდენციალურობადა მიხეილ სააკაშვილსა და დაცვის მხარეს, ბუნებრივია სურს, კონფიდენციალურობა იყოს უზრუნველყოფილი და მეორე, ტექნიკურად შეუძლებელია გამომძიებელი, ადვოკატი და დაცვის ქვეშ მყოფი პირი ყვირილით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ეს ყველაფერი ოქმის სახით იქნეს შედგენილი, როგორც საპროცესო დოკუმენტი. 

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საპყრობილის ადმინისტრაცია და პენიტენციური სამსახური არ შეგვიქმნიან ამ ხელოვნურ ბარიერს და მოგვცემენ საშუალებას, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხოს ისე, როგორც არის დადგენილი წესი, სხვა შემთხვევაში, ეს ჩვენი მხრიდან იქნება შეფასებული, როგორც გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, - თქვა ადვოკატმა.  

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ მივიდნენ.  გამომძიებლებს მესამე პრეზიდენტთან კითხვები გორის ჰოსპიტალში განხორციელებული სავარუდო ძალადობის შესახებ აქვთ.