რუსმა ოკუპანტებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მეექვსედ დააკავეს

05.01.22 16:40
რუსმა ოკუპანტებმა ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი მეექვსედ დააკავეს

საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი ტყვე - ოკუპანტებმა  ლიახვის ხეობიდან დევნილი ლაშა ხეთერელი კიდევ ერთხელ დაატყვევეს. ეს უკვე მისი მეექვსე დაკავებაა.

ხეთერელმა  ცხინვალის ციხეში ერთი წელი თითქმის სრულად გაატარა და გასული წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს. მისი დაკავება ამჯერად ოკუპირებული ცხინვალის მიმდებარედ მოხდა.

ლაშა ხეთერელი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შემდეგ ცხოვრობს. ოკუპირებულ ცხინვალში მას ნათესავები ჰყავს და იქ მათ მოსანახულებლად პერიოდულად გადადის ხოლმე. თუმცა მისი სასჯელი ე.წ. საზღვრის არაერთხელ დარღვევის გამო იზრდება.

დაკავების ფაქტი  ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ლილუაშვილის უწყებაში ამბობენ, რომ გატაცებულის გასათავისუფლებად ყველა ცხელი ხაზი გააქტიურებულია.