რუსეთთან მოლაპარაკების წინ აშშ საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს

06.01.22 10:47
რუსეთთან მოლაპარაკების წინ აშშ საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს

რუსეთთან მოლაპარაკების წინ, აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოს მხარდაჭერას უდასტურებს. სახელმწიფო მდივნის მოადგილე უენდი შერმანი​ ამის შესახებ დავით ზალკალიანს  იანვარს ესაუბრა. 

დეპარტამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სატელეფონო საუბრისას შერმანმა დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებით, აშშ ისევ მოუწოდებს რუსეთს, საკუთარი ჯარი გაიყვანოს ომამდელ პოზიციებზე და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. უენდი შერმანმა და დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვეს, რომ საჭიროა დაცული იყოს სუვერენული ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე მხარი დაუჭირონ საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას განხილული იყო ევროპაში მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცების გზები.

10 იანვარს სახელმწიფო მდივნის მოადგილე შერმანი, რუსეთის წარმომადგენლებთან ჟენევაში დანიშნულ შეხვედრაზე ამერიკულ დელეგაციის ხელმძღვანელი იქნება.