გთავაზობთ, შევქმნათ საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილი
მორიგი გზავნილი რუსთავის ციხიდან - საქართველოს მესამე პრეზიდენტი კიდევ ერთი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საქმე ეხება დენის ტარიფის ზრდას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის აზრით, კორუფციის და ხელისუფლების წარმომადგენელების მხრიდან გადაცდომების შედეგია.
მესამე პრეზიდენტი თანაპარტიელებს კომისიის შექმნის თაობაზე კონსულტაციების დაწყებებას სთხოვს.
მე არ მინდა, რომ ერთადერთი საგამოძიებო კომისია მიკავშირდებოდეს. გთავაზობთ, ასევე შევქმნათ პარლამენტის მეორე, საგამოძიებო კომისია ელექტროენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით. რაც ჩემს ხელს არსებული ინფორმაციით, მთლიანად უკავშირდება კორუფციას ხელისუფლებაში, კერძოდ, ივანიშვილის ბიტკოინებს, კალაძის მიერ თბილისის ქსელების 25%-ის შეძენას. ვთხოვ, ნაციონალურ მოძრაობას, დაიწყოს ამ თემაზე კონსულტაციები.
მინდა, მივმართო გახარიას ფრაქციას პარლამენტში და ვკითხო, შემოუერთდებიან თუ არა ისინი, ასეთ თემაზე საგამოძიებო კომისიის იდეას, - წერს სააკაშვილი.