მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გადაწია

06.01.22 13:25
მიხეილ სააკაშვილმა ულტიმატუმის ვადა გადაწია

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა გაახანგრძლივა. მიხეილ სააკაშილი ამბობს, რომ თუ მისი მოთხოვნები იანვრის ბოლომდე არ შესრულდება, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. 

რაც შეეხება შიმშილობის დაწყვებას, მიხეილ სააკაშვილის პოზიცია გახლავთ შემდეგი - იმ შემთხვევაში, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და მას არ გაეწევა ადეკვატური მკურნალობა იანვრის თვის განმავლობაში, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას გამოიყენებს"- განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ. 

მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდა:  აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები. ამ ჩამონათვალს დაემატა ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების მოთხოვნაც.