გიგი კალანდაძე თავისუფალია

07.01.22 10:42
გიგი კალანდაძე თავისუფალია

გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, გიგი კალანდაძე თავისუფალია. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ეკა ხერხეულიძე FACEBOOK-ზე ავრცელებს.  გიგი კალანდაძე ამ დროისთვის ისევ გერმანიაში იმყოფება და სავარააუდოდ მას ჯერ გერმანიის პროკურატურა საზღვრის კვეთის უფლებას არ აძლევს.

საქართველოს მთავრობა, გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას"- წერს ხერხეულიძე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა მის ექსტრადაციას ითხოვდა. 

გიგი კალანდაძის დაკავებაზე ინფორმაცია 19 დეკემბერს გავრცელდა.