"პარტიაში მიდის მსჯელობა" - შევა თუ არა ნათელაშვილი პარლამენტში
შალვა ნათელაშვილი შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს. "ლეიბორისტული პარტიიის" ლიდერი ამბობს, რომ საკითხზე გუნდში მსჯელობენ და თუ პარტია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტში შევა.
ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ისაუბრა.
ჩვენ არ შევედით პარლამენტში, წაგვართვეს დაფინანსება, რეკლამა ყველაფერი. მაგრამ პარტიაში მიდის მსჯელობა ხო არ შევიდეთ და კომფორტი დავურღვიოთ. არც ტოვებენ პარლამენტს ხო ხედავთ, გამოვლენ ისევ შევლენ. მიდის საუბარი, რომ სიმართლე რასაც აქ ვლაპარაკობთ პირში ვუთხრათ", - თქვა ნათელაშვილმა.
საპარლამენტო არჩევნებზე "ლეიბორისტულმა პარტიამ" ერთი მანდატი მოიპოვა, თუმცა პარტია ოპოზიციის ბოიკოტს შეუერთდა და არჩევნების შედეგები არ აღიარა.