ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა - სამოქალაქო აქტივისტები ახალ პლატფორმას ქმნიან
სამოქალაქო აქტივისტები ახალ პლატფორმას ქმნიან, რომლის მიზანი ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლა და პოლტიკური დევნის შეწყვეტა იქნება. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი ქვეყანაში არსებული კრიზისის დასაძლევად საერთო გეგმის შემუშავებას აპირებენ. კრიტიკული მასის კონსოლიდაცია, წინააღმდეგობრივი ბრძოლის გაგრძელება და სისტემის მხილება - ეს ნაბიჯები აქტივისტების სამოქმედო გეგმაში შედის. ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, მათ მოთხოვნებში ერთ-ერთი მთავარი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და პოლიტიკური დევნის შეწყვეტა იქნება.
უახლოეს მომავალში საოზგადოება იხილავს ახალ პლატფორმებს, რომელთა მთვაარი მიზანი იქნება გარდა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლისა, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა", - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.