ვითარება ყაზახეთში - ალმათის ოლქში სროლაა

07.01.22 12:35
ვითარება ყაზახეთში - ალმათის ოლქში სროლაა

ყაზახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ალმათის ოლქის რაიონულ ცენტრ თალდიყორღანში სროლის ხმა ისმის. ინფორმაციას BBC   ავრცელებს.

რუსული თავდაცვის ძალები, ყაზახეთის  პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე, უკვე ქვეყანაში არიან განლაგებული.

მედიის ინფორმაციით, თალდიყორღანში შენობების ნაწილი იწვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 26 "შეიარაღებული კრიმინალი" და 18 უსაფრთხოების ოფიცერი დაიღუპა.  ქვეყანაში ამ დრომდე შეფერხებულია ინტერნეტის მიწოდება მოსახლეობისთვის. დაკავებულია 3 ათასზე მეტი დემონსტრანტი.