ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პრეზიდენტს შობა მივულოცო - მეუფე ნიკოლოზი

07.01.22 15:07
ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, პრეზიდენტს შობა მივულოცო - მეუფე ნიკოლოზი

რუსთავის ციხეში მეუფე ნიკოლოზი მივიდა. ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან იმყოფება. საპატიმროში შესვლამდე მედიასთან თქვა, რომ რუსთავის ციხეში მისი მისვლის მიზანი პრეზიდენტისთვის შობის დღესასწაულის მილოცვაა. 

მოვედი აქ, რომ მივულოცო მიხეილ სააკაშვილს შობის დღესასწაული, ეს პირველი ადგილი არ არის, ვიმყოფებოდი ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებაში. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს დავდივარ-ხოლმე. 

ვსარგებლობ შემთხვევით, რომ ამის უფლება მაქვს და ახლა მინდა, მესამე პრეზიდენტს მივულოცო შობის დღესასწაული - განაცხადა საპყრობილეში შესვლის წინ მეუფე ნიკოლოზმა.