ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა ცოტა დაგვიანებულია - შალვა პაპუაშვილი
შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლა ცოტა დაგვიანებულია - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს თქმით, ნათელაშვილი და მისი გუნდი ბოიკოტს ერთი წლის განმავლობაში არა ,,ქართულ ოცნებას", არამედ საკანონმდებლო ინსტიტუტს უცხადებდნენ.
ჩემი შეფასებით, ცოტა დაგვიანებულია, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი წელი საერთოდ არ იმყოფებოდნენ პარლამენტის შენობაში. ეს ბოიკოტი, თუ საბოტაჟი მიმართულია არა ,,ქართული ოცნების" წინააღმდეგ, არამედ პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის წინააღმდეგ- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, გუნდში მსჯელობენ და თუ პარტია მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებასსაკანონმდებლო ორგანოში შევა.