ექსკლუზივი: გენერალ გიგი კალანდაძის პირველი ინტერვიუ გათავისუფლების შემდეგ
გენერალ გიგი კალანდაძის პირველი ინტერვიუ ,,ტვ პირველთან" გათავისუფლების შემდეგ. გერმანულმა მხარემ ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ახლა ბერლინშია და მის უფლებადამცველთან ერთად ბოლო სამართლებრივ პროცედურებს გადის.
გიგი კალანდაძე ,,ტვ პირველთან" ამბობს, რომ გერმანულმა პროკურტურამ მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეში, რომელიც ქართულმა მხარემ გადაუგზავნა, სამართლებრივიდ დარღვევა ვერ აღმოჩინა. გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ ძებნილთა სიაში იმყოფებოდა, რადგან გერმანიაში ის ხშირად ჩადიოდა და აქამდე პრობლემები არ შექმნია.
2013 წელს მე საქართველოს სასამართლომ გამამართლა. ხოლო ეს კონკრეტული საქმე ჩემზე აღძრეს 2015 წელს, როცა მე უკვე დავტოვე საქართველო და ვიმყოფებოდი უკრაინაში, ამ კონკრეტულ საქმეში არსებობს მოწმეთა ჩვენებები, რომელიც შეცვლილია, ერთმა მოწმემ ინტერვიუშიც დაადასტურა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა, ამ მოწმეების ჩვენებებითა და მტკიცებულებების ერთობლიობით მე ვამტკიცებ ჩემს უდანაშაულობას. ეს ყველაფერი როცა ითარგმნა და გადაეცა გერმანულ სასამართლოს, მე აღკვეთის ღონისძიება შემეცვალა გირაოთი. - აცხადებს ტვ პირველტან ინტერვიუში გიგი კალანდაძე.
გიგი კალანდაძე 19 დღის განმავლობაში გერმანულ მხარეს დაკავებული ჰყავდა.