1-10 იანვრის უქმე დღეებში 9 სამინისტროს თანამშრომლებს ₾7 მილიონს ვუხდით - ფლანგვის დეტექტორი
1-10 იანვრის უქმე დღეების პერიოდში 9 სამინისტროს თანამშრომლებს ბიუჯეტიდან ჯამში 7 მილიონ ლარს უხდიან - ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.
ირკვევა, რომ ქვეყნის ცხრა უწყებაში - ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, რეგიონალური განვითარების სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 26,768 ადამიანია დასაქმებული.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ცხრავე სამინისტროს თანამშრომლები უქმე დღედ გამოცხადებული 4 დღის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 7,143,844 ლარს იღებენ.