რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში - სტოლტენბერგი
"რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში", - ამის შესახებ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ნატო-ს გენერალურმა მდივნის იენს სტოლტენბერგის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
რუსეთის აგრესიული ქმედებები სერიოზულად უთხრის ძირს უსაფრთხოების წესრიგს ევროპაში. ნატო რჩება რუსეთის მიმართ ორმხრივი მიდგომის ერთგული: ძლიერი შეკავება და თავდაცვა, შერწყმული დიალოგთან ერთად. პოზიტიური სიგნალია ის, რომ რუსეთი ახლა მზად არის მაგიდასთან სასაუბროდ მისვლისთვის. როდესაც დაძაბულობა მაღალია, დიალოგი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მოვუსმინოთ რუსეთის პრობლემებს და ნატო ყველა ღონეს გამოიყენებს, რათა მოძებნოს წინსვლის პოლიტიკური გზა. მაგრამ იმისათვის, რომ დიალოგი იყოს ღირებული, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს მოკავშირეების დიდი ხნის შეშფოთება რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს უნდა ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებს და უნდა მოხდეს უკრაინასთან კონსულტაციით. ჩვენ ასევე მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ სხვა ძირითად პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო, მოლდოვა, ფინეთი და შვედეთი, ასევე ევროკავშირი“, - თქვა სტოლტენბერგმა.