როცა რუსებს ერთხელ სახლში შემოუშვებ, შემდეგ რთულია დაატოვებინო - ბლინკენი ყაზახეთის მთავრობას

08.01.22 10:40
როცა რუსებს ერთხელ სახლში შემოუშვებ, შემდეგ რთულია დაატოვებინო - ბლინკენი ყაზახეთის მთავრობას

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა ყაზახეთის მთავრობას მიმართა, რომ  ყაზახეთს შეუძლია თავად გაუმკლავდეს პროტესტს, რუსეთის დახმარების გარეშე. ამის შესახებ BBC წერს. ბლინკენმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია რატომ განთავსდა რუსული ჯარი ყაზახეთის ტერიტორიაზე.

უახლესი ისტორიის ერთი გაკვეთილია, რომ როცა რუსები ერთხელ მოვლენ თქვენ სახლში, შემდეგ ძალიან რთულია მათ დაატოვებინო", -განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, რუსული ჯარები ყაზახეთის ტერიტორიაზე ყაზახეთის პრეზიდენტის თხოვნის საფუძველზე განლაგდნენ. 2 500 ჯარისკაცი ყაზახეთში უკვე ჩავიდა. ჯარები ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციამ გაგზავნა.   ორგანიზაციის მტკიცებით, ეს სამშვიდობო ძალებია, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად განთავსდება. ორგანიზაციის თავმჯდომარის,  სომხეთის პრეზიდენტის ნიკოლ პაშინიანის განცხადებით, გადაწყვეტილება უსაფრთხოების საბჭომ მიიღო და ჯარი  ჩავა სულ ყაზახეთში.