9 სამინისტროს თანამშრომლებს სახელმწიფო დასვენებისთვის 7 მილიონს უხდის - ფლანგვის დეტექტორი
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 1-10 იანვრის უქმე დღეების პერიოდში 9 სამინისტროს თანამშრომლებს ბიუჯეტიდან ჯამში 7 მილიონ ლარს უხდიან.
მათივე ცნობით, ქვეყნის ცხრა უწყებაში - ფინანსთა სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში, რეგიონალური განვითარების სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში, კულტურის სამინისტროში, განათლების სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში 2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, 26,768 ადამიანია დასაქმებული.
ცხრავე სამინისტროს თანამშრომლები უქმე დღედ გამოცხადებული 4 დღის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 7,143,844 ლარს იღებენ.
საკოორდინაციო საბჭომ 1-დან 10 იანვრამდე სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ადამიანებისთვის უქმე დღეები გამოაცხადა.