"საკვები გვიმთავრდება" - ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

08.01.22 11:24
"საკვები გვიმთავრდება" - ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ

ყაზახეთში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ. ისინი საგარეო საქმეთა სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვენ. მოქალაქეების თქმით, მათ საკვებიც არ აქვთ.

უარესდება სიტუაცია, ყოველ წუთას სროლებია. გუშინ გაგვაფრთხილეს, რომ სახლში ვყოფილიყავით.ჩაკეტილები ვართ სახლში, არავის დაურეკავს არც საგარეო საქმეთა სამინისტროდან, არც საკონსულოდან", - ამბობს "ტვ პირველთან" საქართველოს მოქალაქე.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. კონფლიქტის ეპიცენტრში არის სროლები. ყაზახეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ყაზახეთში გამგზავრებას ვერ ახერხებენ ასევე საქართველოდან. ქუთაისის აეროპორტში ყაზახეთის მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმდა