დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა - "ფრიდომ ჰაუსი" საქართველოზე

08.01.22 12:42
დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა - "ფრიდომ ჰაუსი" საქართველოზე

ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციის "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშის მიხედვით,  საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა. "ფრიდომ ჰაუსი" საქართველოს გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. 

მონაცემების მიხედვით, 2021 წელს საქართველოს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 36-ია.

დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)

ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი და აღნიშბულია, რომ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოება დაცული არ არის.

მსგავსი სიახლეები