100 დღე პატიმრობაში - რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

08.01.22 13:15
100 დღე პატიმრობაში - რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის მე-100 დღესთან დაკავშირებით რუსთავის ციხესთან აქცია დაანონსდა. აქტვისტები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ და მოითხოვენ, რომ მესამე პრეზიდენტი პატიმრობიდან გათავისუფლდეს. აქცია 15:00 საათზე დაიწყება.

არასამუშაო დღის გამო, მესამე პრეზიდენტთან დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არავის უშვებენ.