სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის - გეჯაძე

08.01.22 15:01
სანამ გამოძიება არ გამოაქვეყნებდა დასკვნას, უფლება არ მქონდა ინფორმაცია მიმეცა დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის - გეჯაძე

"სანამ გამოძიება არ გაამზეურებდა, არ გამოაქვეყნებდა ამ ინფორმაციას, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე უფლება არ მქონდა რაიმე ინფორმაცია მიმეცა ჩემი დამკვეთისთვის, ანუ ტელეკომპანიისთვის" -  ამბობს სამედიცინო ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ლექსო ლაშქარავას საქმის დასკვნაზე.

გეჯაძემ განმარტება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მან დასკვნა დამკვეთს "ტვ პირველს" არ გააცნო და ის საზოგადოებისთვის ცნობილი  სამთავრობო მედიის საშუალებით გახდა. გეჯაძის თქმით, მას დამკვეთისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ჰქონდა.

დამოუკიდებელმა ექსპერტმა ხელი მოაწერა დასკვნას, რომელიც შსს-ს ვერსიას ემთხვევა, რომ   ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გახდა.

გარეგანი დათვალიერების დროს, მივაქციეთ ყურადღება საზარდულის მიდამოებს როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ და მარცხნივ ნანახი იქნა მკაფიოდ გამოხატული პოსტინექციური, ძველი, ხანდაზმული ნაწიბური...

ნაწიბურის ლოკაციაში მარცხნივ, იყო ნაჩხვლეტი ჭრილობა, რომელიც ვიდეოზეც არის გადაღებული და ფოტოილუსტრაციაც არის ამაზე.

ასევე მარჯვნივ ნანახი იქნა საზარდულის ლოკაციაში სისხლჩაქცევა. ეს ორივე კანის პრეპარატი გამოკვლეულ იქნა ქიმიური, ტოქსიკოლოგიური მეთოდით სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების ექსპერტების მიერ და მათ დადეს დასკვნა, რომ ხანდაზმულობა ერთ შემთხვევაში იყო 1 საათის დროის ინტერვალის, მიღებიდან და მეორე იყო 4 საათის დროის ინტერვალი დაახლოებით.მოვაწერე ხელი უკვე 30 რიცხვში საბოლოოდ ამ დასკვნას," განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.