პატიმრობის 100 დღე - სააკაშვილის მხარდამჭერები ციხესთან აქციას მართავენ
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქციას მართავენ. ისინი სააკაშვილის მიმართ წამებას და არაადამიანურ მოპყრობას აპროტესტებენ. მათი მთავარი მოთხოვნაა შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან.