ერთი თვე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან - ყოფილი სამხედროები ავტობანის გადაკეტვას აანონსებენ

09.01.22 13:34
ერთი თვე მამუკა ჩხიკვაძის გატაცებიდან - ყოფილი სამხედროები ავტობანის გადაკეტვას აანონსებენ

ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლების მოთხოვნით ყოფილი სამხედროები მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ. მათი თქმით, თუ ხელისუფლება  ოკუპანტების ტყვეობიდან საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ არ დაიხსნის, ისინი ავტობანს გადაკეტავენ.

ყოფილი სამხედროები ასევე საქართველოს საპატრიარქოსაც მიმართავენ და საქმეში სამღვდელოების ჩართვასაც ითხოვენ. 

ჩვენი ინფორმაციით, ეს ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები. მინდა მივმართო კიდევ ერთხელ საპატრიარქოს. ვთხოვო, მოვთხოვო, რომ ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ, გვერდში დაგვიდგეთ, - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო.

ყოფილი ძალოვანების პროტესტში ჩართვას ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიაც" გეგმავს. 

უკვე ერთი თვეა ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. მისი მონახულების უფლება არ მისცეს წითელი ჯვრის წარმომადგენლებს. ყოფილი სამხეროები ფიქრობენ, რომ თანამებრძოლი ცხინვალის ციხეში აწამეს. 

მამუკა ჩხიკვაძის გარდა ოკუპანტების ტყვეობაში საქართველოს კიდევ 5 მოქალაქე რჩება.