თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ - შაჰინი უკრაინაზე

10.01.22 10:09
თუ რუსეთი იმოქმედებს, მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ -  შაჰინი უკრაინაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ თუ რუსეთი უკრაინაში იმოქმედებს, მას პასუხი გაეცემა. შაჰინის თქმით, პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა.

სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი რუსეთთან დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისია. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს: მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა დიპლომატიური გზით. არჩევანი მასზეა, მაგრამ თუ რუსეთი იმოქმედებს, ჩვენ მზად ვართ, რომ გადაჭრით ვუპასუხოთ", - წერს Twitter-ზე.