საუბრის თემა სამომავლო გეგმები და მისი გათავისუფლება იქნება - მიხეილ სააკაშვილს გიორგი ბოტკოველი მოინახულებს

10.01.22 11:21
საუბრის თემა სამომავლო გეგმები და მისი გათავისუფლება იქნება - მიხეილ სააკაშვილს გიორგი ბოტკოველი მოინახულებს

მესამე პრეზიდენტს დღეს რუსთავის ციხეში მისი თანაგუნდელი, გიორგი ბოტკოველი, მოინახულებს. ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან ბევრ საკითხს განიხილავს, მათ შორის, საუბარი შეეხება სამომავლო გეგმებს და მესამე პრეზიდენტის  გათავისუფლებას.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოვინახულებ, ვნახავ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. როგორც ყველამ ვიცით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დღეს სტაბილური. გორში არ ვარ ნამყოფი მასთან და ამიტომ გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი. გვექნება ძალიან ბევრ თემაზე საუბარი. ვფიქრობ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის ძალიან აუცილებელი და დღეს მისი იქ ყოფნა, რა თქმა უნდა, არის პირადი შურისძიება ივანიშვილის მხრიდან. ასევე, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება სამომავლო გეგმები და მის გათავისუფლებაზე მუშაობა, - თქვა ბოტკოველმა.