სააკაშვილი კვირაზე მეტია, მასთან ექიმების შესვლას ითხოვს - ეკა ხერხეულიძე

10.01.22 11:31
სააკაშვილი კვირაზე მეტია, მასთან ექიმების შესვლას ითხოვს -  ეკა ხერხეულიძე

მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელის, ეკა ხერხეულიძის, ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედის" ექიმმა-ნევროლოგმა მოინახულა, დაწერა დასკვნა, თუმცა პენიტენციური დაწესებულება აღნიშნულ დასკვნას არ ასაჯაროებს. 

ხერხეულიძის თქმით, უკვე კვირაზე მეტია, მიხეილ სააკაშვილი მასთან ექიმების შესვლას ითხოვს, ასევე ჰოლანდიიდან ექიმის ჩამოყვანას საკუთარი სახსრებით გეგმავს, თუმცა ამაზეც მას ხელისუფლება უარს ეუბნება. 

მასთან ექიმი იყო შესული. ეს იყო "ვივა მედიდან" ნევროლოგი, რომელმაც დასკვნა დაწერა და საზოგადოებისთვის ეს არ არის ცნობილი, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში, ის საჭიროებს მკურნალობას, უკვე კვირაზე მეტია, ის ითხოვს, რომ მასთან შევიდნენ ექიმები და ითხოვს თავისი საკუთარი სახსრებით ჩამოყვანილი ექიმის შესვლას, რომელიც გახლავთ ჰოლანდიელი, თუ არ ვცდები, ფსიქონევროლოგი, რომელმაც ორჯერ გადადო რეისი, იმიტომ, რომ თანხმობა ვერ მიიღო ქართული ხელისუფლებისგან. მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ის აპირებს, დაესწროს საკუთარ პროცესებს იმისთვის, რომ ადამიანს, რომელსაც აკრძალული აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ საზოგადოებას დაელაპარაკოს, შესაძლებლობად მიიღოს ის გამოწვევა, რასაც ჰქვია ე.წ. სასამართლო, დაესწროს ამ პროცესებს  და მიმართოს საზოგადოებას, - თქვა ხერხეულიძემ.