სამოქმედო გეგმა და ბრძოლის მეთოდები - "ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

10.01.22 12:02
სამოქმედო გეგმა და ბრძოლის მეთოდები - "ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს

სამოქმედო გეგმა და ბრძოლის მეთოდები - "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. შეკრება 15:00 საათზეა დაანონსებული. რეგიონებში მოსახლოებასთან შეხვედრის შემდეგ დედაქალაქში სპეციალურად პოლიტიკური საბჭოს სხდომისთვის ბრუნდება ნიკა მელიაც. 

არსებული ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება საკადრო გადაადგიულებებიც, თუმცა აღნიშნულს უარყოფენ თავად ენმ-ს წევრები.

ვმუშაობთ ისეთ გეგმაზე, რომელიც ძალიან სწრაფად მიგვიყვანს იქამდე, რომ ქვეყანაში იქნება გარღვევა და ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი არჩევნები. პოლიტიკური საბჭო დღეს იმართება სწორედ ამასთან დაკავშირებით. არავინ არც მიდის "ნაციონალური მოძრაობიდან", არავინ არ ტოვებს რაიმე სახის თანამდებობას. ძალიან მკაფიოა ჩვენი პოზიცია: ერთიანობით, მეტი შემართებით, მეტი ორგანიზებულობით უნდა მოვიტანოთ სწრაფად ქვეყანაში ცვლილება. ყველაზე ეფექტიან პოლიტიკურ იარაღად რჩება მანიფესტაციები, აქციები და პროტესტის ფომრები, რომელიც იქნება სხვადასხვანაირი, სხვადასხვა ზომის, - ამბობს ენმ-ს წევრი, აკაკი მინაშვილი.