კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში, ამაზე არაა დამოკიდებული პოლიტიკური პროცესი - ფინანსთა მინისტრი
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს. ლაშა ხუციშვილის შეფასებით, ქვეყანაში კრიზისი არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ის, რომ პოლიტიკური პროცესი არის დასტაბილურებული, ეს მგონი, სახეზეა ისედაც. კონკრეტული ადამიანი იქნება თუ არა ციხეში, რომელსაც უკვე ბრალი აქვს წაყენებული და შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება არის გამოტანილი, ამაზე არ არის დამოკიდებული, პოლიტიკური პროცესის მიმართულებით იქნება სიმშვიდე, თუ არა", - ამბობს ლაშა ხუციშვილი.