"არჩევნები როდის ჩატარდება, გადაწყვეტს ქართველი ხალხი" - ხაბეიშვილი ღარიბაშვილის განცხადებაზე
"ამას ქართველი ხალხი გადაწყვეტს", - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში არჩევნები არ იქნება.
ის თვლის, რომ მას, მის ოჯახს და მისი მთავრობის წევრებს რომ კარგი წელი ჰქონდათ, ბევრი ფული მოიპარეს, დიდი ქონებები შეიძინეს, ასე საზღვრავს, რომ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რომ პოლიტიკური კრიზისი არ აქვს და დაგვიმატა, რომ თურმე, არჩევნები არ იქნება. ამას არათუ ხელისუფალი, ამას წყვეტს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, რომელსაც წაართვეს არჩევანი 2020-შიც და 2021-შიც", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნები არ ჩატარდება.