დაცვის უფლების ხელის შეშლა - სააკაშვილის უფლებდამცველები ადვოკატთა ასოციაციას და ომბუდსმენს მიმართავენ

10.01.22 13:32
დაცვის უფლების ხელის შეშლა - სააკაშვილის უფლებდამცველები ადვოკატთა ასოციაციას და ომბუდსმენს მიმართავენ

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი, მსჯავრდებულის ფუნდამენტური უფლებების დარღვევაზე საუბრობს და ამბობს, რომ უფლებდამცველებს მასთან დახურულ ფორმატში კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ.

საძაგლიშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს. 

მოგეხსენებათ, დღემდე უკანონოდ არ უშვებენ მიხეილ სააკაშვილთან მის მკურნალ ექიმს და ეს იმ პირობებში, როდესაც მას აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ბუნებრივია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტალური უფლებების. ასევე, ადვოკატებს არ გვაძლევენ მასთან პერსონალურად, ანუ დახურული ფორმით, კომუნიკაციის საშუალებას. ამ პროცესში დახმარებას ვთხოვთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას, სახალხო დამცველს და ნებისმიერ დაწესებულებას, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ რაიმე გაივლენა მოახდინოს აი, ამ დაცვის უფლების რეალიზებაზე, - თქვა უფლებადამცველმა.