მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს თანაგუნდელებთან - გიორგი ბოტკოველი

10.01.22 15:18
მიხეილ სააკაშვილს მნიშვნელოვანი გზავნილი აქვს თანაგუნდელებთან - გიორგი ბოტკოველი

მიხეილ სააკაშვილს რუსთავის მე-12- ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თანაგუნდელი, გიორგი ბოტკოველი, შეხვდა. მისი ინფორმაციით, საუბარი ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტაუაციას შეეხო. 

ბოტკოველი საქართველოს მესამე პრეზიდენტის უახლეს პოლიტიკურ გზავნილებს  ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისში მიიტანს, სადაც ამ წუთებში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. 

გრძელდება არააადამიანური მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ეს ბევრი რამით გამოიხატება, მნახველების ნაწილის, ექიმების, არშეშვებით, თვითონ იქ არსებული სიტუაციით, რაზეც საუბრობენ ადვოკატები. 

მიუხედავად პრობლემებისა, მიხეილ სააკაშვილი დღეს არ ტოვებს, რომ არ ფიქრობდეს ამ ქვეყნის განვითარებაზე. ძალიან ბევრი გზავნილი აქვს მას თანაგუნდელების მიმართ. ამ ყველაფერზე დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე ვისაუბრებთ. მისი ყოველი გზავნილი იქნება გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა. 

დღეს 16 საათზე მიხეილ სააკაშვილს დედა, გიული ალასანია, მოინახულებს, მოგვიანებით კი საქართველოს მესამე პრეზიუდენტს ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე, ეწვევა. 

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში, სააკაშვილის ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, არც სახალხო დამცველის კონსიულიუმის ექიმებს უშვებენ და არც ცენტრ ,,ემპათიას"  მედიკოსებს.  ამ დრომდე ვერავინ აკონტროლებს, რა სამედიცინო მომსახურებას უტარებენ, ან რა მედიკამენტებს იღებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.