ფასების ზრდა არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი - ქადაგიშვილი
"ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, ამტკიცებს, რომ პანდემიამ მთელი მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკა დააზარალა და ფასების ზრდა მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა. ქადაგიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ძალიან წარმატებული ეკონომიკური წელი ჰქონდა.
ოპოზიცია მუდმივად სპეკულირებს. ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური ხედვის უფლება მომავალ წელს და რა თქმა უნდა, ამაში მთელი საზოგადოება უნდა იყოს ჩართული, ის რომ ზოგადად პანდემიამ გამოიწვია მთელ მსოფლიოში ეკონომიკის დაზიანება, მათ შორის, ინფლაციის გაზრდა, მათ შორის ეკონომიკური ზრდის შეფერხება, ფასების ზრდა ეს არ არის მარტო საქართველოსთვის დამახასიათებელი გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ყოფნისგან თავი დავაღწიეთ და გვაქვს კარგი პერსპექტივა 2022 წლისათვის", - ამბობს ქადაგიშვილი.