სააკაშვილის ექიმების განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა- ირაკლი ქადაგიშვილი

10.01.22 15:34
სააკაშვილის ექიმების განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა- ირაკლი ქადაგიშვილი

,,ქართული ოცნება"', საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექიმებს კომპეტენციას უწუნებს. მმართველი პარტიის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის, ინფორმაციით, აღნიშნული მედიკოსები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ სიტუაცია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, თუმცა, იმავდროულად აცხადებენ, რომ მესამე პრეზიდენტი მთელი ენერგიით მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე. 

დღეს არის ოპოზიციური პარტიისა და რაღაც გარკვეული ჯგუფის ექიმების პოზიცია, რომლებიც უფრო მეტად პოლიტიკურად ანგაჟირებულები არიან. რომელთა მიზანიც არის გაცხადებული, რომ წარმოაჩინონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე, რომ ის მომაკვდავ მდგომარეობაშია. მათი განცხადებები ურთიერთსაწინააღმდეგოა. ხან ეკონომიკურ პროგრამაზე ძალიან ენერგიულად მუშაობს, ხან ამბობენ, რომ აზროვნება და გადაადგილება უჭირს.

ამიტომ პენიტენციური სამსახური და სახელმწიფო ზოგადად, ზრუნავს პატიმრის ჯანმრთელობაზე და ზრუნავს იმაზე, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ მიადგეს - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.