მიხეილ სააკაშვილი ოპტიმისტურადაა და მიაჩნია, რომ ციხეში მისი ყოფნა დროებითია - გიული ალასანია

10.01.22 17:20
მიხეილ სააკაშვილი ოპტიმისტურადაა და მიაჩნია, რომ ციხეში მისი  ყოფნა დროებითია - გიული ალასანია

რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტს გიული ალასანია ხვდება.
მიხეილ სააკაშვილის ოჯახი ითხოვს, დაცული იყოს დაპატიმრებილი პრეზიდენტის  უფლებები, მასთან შეუშვან ექიმები, უმკურნალონ და ჩაუტარდეს სრული რეაბილიტაცია. სააკაშვილის მშობლებმა ამ დრომდე არ იციან, რა დასკვნა მოამზადა ,,ვივა მედის" ნევროლოგმა.

დიდი ხანია არ მინახავს და ამიტომაც ჩემთვის ყველაფერი ახალი იყო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, იგივე დრემორი, ხელის, ფეხის დაბრუჟება, ეს ყველაფერი არის.

მთავარი თხოვნაა, რომ ექიმები შეუშვან, მათ არ აქვთ მიხეილ სააკაშვილის ნახვის შესაძლებლობა. გასასინჯია, იმიტომ რომ ის რეალურად არ გასინჯულა ნორმალურად. 

რაც შეეხება ,,ვივა მედის" ექიმს, რომელმაც დასკვნა დაწერა, ეგ არ მინახავს, მაგრამ ამ ვიზიტით მიხეილ სააკაშვილი კმაყოფილი დარჩა. 

ჯერ ერთი, მას შესაბამისი კვლევა არ ჩატარებია, ახლა ფიქრობენ, ეს ტექნიკურად როგორ მოხდეს და მეორეც, ექიმები უნდა შემოუშვან, 

თვითონ ოპტიმისტურად არის განწყობილი და მიაჩნია, რომ მისთვის ციხეში ყოფნა დროებითია - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილთან ციხეში ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე შევა.