ბრიტანული პრესა გენერალ კალანდაძის დაკავების საქმეს გერმანიის ელჩის ,,დამსახურებად" მიიჩნევს
რა როლი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ გერმანიის ელჩს გენერალ გიგი კალანდაძის დაკავების საქმეში - ბრიტანული პრესა ახალ სკანდალურ დეტალებს აქვეყნებს. გამოცემა "ექსპრესის" ცნობით, გენერალ კალანდაძის დაკავებაში ქართველ სამართალდამცველებს საქართველოში გერმანიის საელჩოს დიპლომატიური ნოტა დაეხმარა და აგვისტოს ომის მონაწილე სწორედ ამ წერილის საფუძველზე აიყვანეს.
გამოცემის თანახმად, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვლადიმერ პუტინი საქართველოში გავლენების გაძლიერების ფონზე კალანდაძის დაბრუნებას ცდილობს. სწორედ ამას უკავშირდებოდა საქმის ხელახლა წარმოებაც და მისი ექსტრადირების მოთხოვნაც.
როცა საქართველოს სასამართლომ ბრალი წარმედგინა 2016-ში, მე მივიღე პოლიტიკური სტატუსი უკრაინაში, მხოლოდ 2019 წლის ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის მოქალაქეობა მოეცათ, რადგან ვიბრძოლდი უკრაინის აღმოსავლეთში.
მთავარი არის ის, რომ ორჯერ გაეგზავნა წერილი ინტერპოლს, სადაც წერია ჩემზე, რომ მომეცა პოლიტიკური თავშესაფარი, ინტერპოლმა ეს ცნობა შეტყობინებად მიიღო ერთხელ და მერედაც გაეგზავნა შეტყობიუნება, როცა მოქალაქეობა მივიღე. ამ საბუთებს ჩვენ ვთარგმნით გერმანულად და წარვუდგენთ გერმანულ სასამართლოს. - განაცხადა ფაქტზე კომენტირებისას გენერალმა გიგი კალანდაძემ.
გიგი კალანდაძე გერმანულმა სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო საქართველოში ექსტრადირებას დათანხმდება, მაშინ კალანდაძე დიდი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება - ინგლისური გამოცემის ინფორმაციით, ის რუსეთის მიერ ძებნილია და მისი დაკავება პუტინის ინტერესებშია.