არაადამიანური მოპყრობა მესამე პრეზიდენტის მიმართ - სააკაშვილი ადვოკატმა მოინახულა
რუსთავის მე-12-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ, მოინახულა. მშვენიერაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობა გრძელდება და მთავარ პრობლემად რჩება, რომ მესამე პრეზიდენტი ამ დრომდე ვერ იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას. მშვენიერაძე არ გამორიცხავს, რომ შესაბამისი სამედიცინო სერვისის არარასებობის გამო შესაძლოა, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა გაუარესდეს.
საკვანძო საკითხი რჩება არაადამიანური მოპყრობა, რომელიც იყო მის მიმართ განხორციელებული, არის განგრძობადი ხასიათის. რადგან არაადამიანური მოპყრობა ასევე გულისხმობს პატიმრისათვის არასათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევას. დღემდე მიხეილ სააკაშვილს, რაც ის გადმოყვანილ იქნა რუსთავის დაწესებულებაში, ყოველგვარი სამართლებრივი აქტის გარეშე, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, შეზღუდული აქვს საკუთარი ექიმების მომსახურების მიღების შესაძლებლობა. მათ შორის, საკუთარი ექიმების ასევე, სახალხო დამცველის კონსილიუმის, ასევე სახელმწიფო კონსილიუმის. მას სჭირდება მნიშვნელოვანი გამოკვლევები, მათ შორის MRI-ის გაკეთება, მაღალი ხარისხის აპარატით,რომელიც მოგვცემს საშუალებას ვნახოთ დაზიანების კერები", - ამბობს მშვენიერაძე.