ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე - განაჩენი ხვალ გამოცხადდება
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მხარეებმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. საქმის განხილვა ამით დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე გადაწყვეტილებას ხვალ 11:00 საათზე გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი გამტყუნდებიან, მათ 12-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება 2008 წელს გაკეთებული ტრანზაქციის საქმეზე პროკურატურამ 2018 წლის აგვისტოში დაიწყო, მომდევნო წლის ივლისში კი მათ ბრალი წარუდგინათ. მათ 17 მილიონ დოლარამდე უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას ედავება.
"ტვ პირველის" დამფუძნებელს, ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებაში ადანაშაულებს.
ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება.